27 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, ისტორიულ ქართულ კუთხეს - საინგილოს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) ეწვევა სამღვდელოებასთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად.
ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ნინოს ხსენების დღეს მეუფე თეოდორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს (ისტორიული ქათმისხევი, ამჟამად ელიბეილი) წმინდა ნინოს ტაძარში და ადგილობრივ მართლმადიდებელ ქართველებს ნინოობას მიულოცავს. საღვთო ლიტურგია დილის 11 საათიდან დაიწყება.
სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი