ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული.  ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა. 

ამ დროისათვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.