მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

ალეკო თეთრაშვილი იყო ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემის, "პა-სეანსის" ერთ-ერთი ავტორი. ასევე სხვადასხვა იუმორისტული პროექტისა და გადაცემების მონაწილეც იყო.