30 იანვარს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

30 იანვარს ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე (ესტაკადა) არსებული სახიდე გადასასვლელის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოების წარმოების მიზნით 2025 წლის 30 იანვრის 03:00სთ-დან 05:00სთ-მდე პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება რამდენჯერმე, 10-15 წუთიანი ინტერვალებით“, – ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.