ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ აქტივისტებმა, ოლიგარქის პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კარავი მაინც გაშალეს.
მანამდე ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება - პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა, შემდეგ კი კარავი გაიტაცა.
ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქციები უკვე 63-ე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.