შიმშილი როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა ჩვენი პოლიტიკური რეალობისთვის უცხო ფენომენი არ არის. გარკვეული მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები მსგავსი სახის მანიპულაცია ხშირად მიმართავენ, საკვებზე უარს ამბობენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთადერთ საზრდოს, რასაც ორგანიზმს აწვდიან, წყალია.
ის თუ რამდენი ხანი შეძლებს ადამიანი შიმშილობას, ინდივიდუალურია, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჯანმრთელია ორგანიზმი. თუ რამე ქრონიკული დაავადება აქვს, ადამიანს შიმშილობის დროს ეს ყველაფერი გამწვავდება, და მდგომარეობა მალე დამძიმდება. თუ აბსოლუტურად ჯანმრთელია, არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა და არანაირი ქრონიკული დაავადება არ აქვს, შეიძლება რაღაც პერიოდი გაძლოს ორგანიზმმა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა 5 დღე ან ერთი კვირა არ დაიწყოს ის პროცესები, რაც, როგორც წესი, შიმშილობას მოჰყვება ხოლმე. ერთი კვირის შემდეგ ნივთიერებათა ცვლა მოიშლება და ინტოქსიკაციის პროცესი დაიწყება. ადამიანი იგრძნობს დაუძლურებას და თავის ტკივილს. იწყება წნევის მომატება ან ვარდა. ადამიანი საგრძნობლად სუსტდება, შესაძლოა მალევე განვითარდეს თირკმლის უკმარსობა.
როგორც ექიმები ამბობენ, შიმშილი თავის ტვინზე მოქმედებს და ნერვულ სისტემასაც აზიანებს. ასევე მედიკოსების თქმით,რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება შიმშილი სულ უფრო მეტ გართულებას გამოიწვევს.
როდესაც ადამიანი შიმშილს ასრულებს, მან კვება ნელ-ნელა ეტაპობრივად უნდა დაიწყოს, ასევე აუცილებელია ანალიზების აღება.
შიმშილი და მხოლოდ წყალზე ყოფნა ორგანიზმისთვის რეკომენდირებული არ არის.