რა ღირს სუროგაციის გზით შვილის გაჩენა და რამდენად ხშირად მიმართავენ ამ გზას წყვილები.
სუროგაციაზე, „ვერსიამ“ 2022 წელს მოამზადა მასალა:
პირველი სუროგატი ბავშვი საქართველოში 2004 წელს დაიბადა და ამ გზით საქართველოში უკვე რამდენიმე ასეული ბავშვია დაბადებული. სუროგაციით ძირითადად ის ქალები სარგებლობენ, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო, ნაყოფის 9 თვე ტარება არ შეუძლიათ. ბიოლოგიური დედის კვერცხუჯრედიდან მიღებული ემბრიონი სუროგატი დედის სხეულში გადააქვთ, რომელიც ბუნებრივი ინკუბატორის როლს ასრულებს.სუროგატ დედასა და ნაყოფს შორის არანაირი გენეტიკური ან ნათესაური კავშირი არ არსებობს. მედიკოსების განმარტებით, ნაყოფი 9 თვის განმავლობაში სუროგატი დედის სისხლიდან მხოლოდ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს იღებს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლით,სუროგატი დედა ბავშვის დედად არ ითვლება. საქართველოს კანონის თანახმად, მას ბავშვის დედად დარეგისტრირების უფლება არ გააჩნია და დაბადების მოწმობაში მშობლებად ბიოლოგიური დედ-მამის მითითება ხდება.
სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც სუროგაციის პროცედურა ტარდება, მშობელსა და სუროგატს შორის წინასწარ იდება ხელშეკრულება, რომლის ერთ- ერთი პუნქტი მკაცრად განსაზღვრავს, რომ სუროგატს ბავშვზე არანაირი უფლება არ გააჩნია და დაბადებისთანავე ბიოლოგიურ მშობლებს უნდა გადასცეს.
საქართველოს კანონის მიხედვით, სუროგაციით სარგებლობა მხოლოდ ცოლ- ქმარს შეუძლია. სუროგაციით ვერ ისარგებლებენ, როგორც ერთნაირი სქესის წყვილები, ასევე მარტოხელა პირები. საქართველოს მოქალაქე სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა უცხოელ ცოლ-ქმარსაც შეუძლია.
ამ თემაზე მეტი დეტალის გასარკვევად „ვერსია“ დაუკავშირდა ერთ-ერთ კლინიკას, გთავაზობთ ინტერვიუს :
_რა პროცედურებია საჭირო სუგორატის ასაყვანად?
_ჩვენთან როდესაც მოდის ქალბატონი, ანუ მსურველი სუროგაციის, ჩვენ ველოდებით მის ციკლს და ციკლის მოსვლიდან დაახლოებით მეცხრე მეათე დღეს საჭიროა ექოსპოკიურად შემოწმდეს, რომ ექიმმა დაგვიდასტუროს მისი ჯანმრთელობა. ჩვენ ვაბარებინებთ ასევე ანალიზებს, ინფექციებზე, ჰორმონალურ ანალიზებსაც ვაკეთებინებთ ქალს და თუ ყველაფერი რიგზეა ყველა ანალიზში ამ შემთხვევაში ჩვენ ვიწყებთ ქალის მზადებას. იმისათვის, რომ გადატანა მოხდეს ემბრიონის, საჭიროა დაახლოებით ორ კვირიანი პროცესი. ანუ სვამს წამლებს, რამდენჯერმე იკეთებს ექოსკოპიას, რათა ვნახოთ, როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტები და როგორ ვითარდება მდგომარეობა. და თუ ექიმი ისევ გვიდასტურებს, რომ ყველაფერი ისე განვითარდა როგორც საჭიროა სამედიციო კუთხით, ამ შემთხვევაში ხდება გადატანა.
ამავე თემაზე , “კვერცხუჯრედების ფერმა” თბილისში - 100-მდე ტაილანდელი ქალის ტრეფიკინგის სკანდალი