თბილისში, ტაქსის და საკურიერო სფეროს წარმომადგენლების აქცია გაიმართა. ისინი აპროტესტებენ უცხოელების დასაქმებას და ტარიფების საკითხის გადახედვას. ითხოვენ
„უდიდესი მოთხოვნაა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ამ სფეროში დასაქმება საქართველოში კანონმდებლობით დარეგულირდეს და რეგულაციები შემოვიდეს, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში, ამ სფეროში მუშაობს რომ დაიწყო უნდა აიღო ამა თუ იმ ქვეყნის მართვის მოწმობა, უნდა წარადგინო ნასამართლეობის ცნობა. უნდა გადაიხედოს სატარიფო გეგმა, ფასები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.