საქართველოს ტერიტორიაზე, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ისინი უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებენ.