ავარია ბათუმში - გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ასევე დაშავდა ერთი ადამიანი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.