როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 18 თებერვალს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით +4, +9°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +6, +11°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით +1, +6°.

სოხუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +10°.
ბათუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +12°.
ქობულეთი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +11°.
ქუთაისი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +11°.
ზუგდიდი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +10°.
ანაკლია: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +11°.
ოზურგეთი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +11°.
ონი: თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: +5°.
გორი: დღის მეორე ნახევრიდან წვიმა.. ჰაერის ტემპერატურა: +9°
ცხინვალი: დღის მეორე ნახევრიდან წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +8°
თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +12°
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°
რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°
ახალციხე: დღის ბოლოს თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: +8°
ბორჯომი: დღის ბოლოს თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: +9°
ბაკურიანი: დღის ბოლოს თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: +3°
სტეფანწმინდა : თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: -2°
თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°.