შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, მზია ამაღლობელი მკურნალობის პროცესს ამ ეტაპზე კლინიკა ვივა მედში გააგრძელებს - განცხადება ამის შესახებ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა და განმარტა, რომ პროტოკოლის შესაბამისად, ექიმები ახლა რეფიდინგი სინდრომის პრევენციის პროცესს დაიწყებენ:
"გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში. ის, რაც უკავშირდება პრევენციას თუნდაც ე.წ. რეფიდინგ სინდრომის. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებას, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს...კლინიკა ამისთვის მზად არის, ექიმების გუნდი, რომლებიც დაიწყებენ ამ რეფიდინგის პროცესს, პროტოკოლის შესაბამისად.
განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე, არის სპეციალური მენიუ შემუშავებული , დამტკიცებულია ეს პროტოკოლი ...კვრის განმავლობაში დავაკვირდებით მის მდგომარეობას , ყოველდღიურად მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება , ლაბორატორიული კვლევების ჩატარება" აღნიშნა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 38 დღის შემდეგ, მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს.