ახალქალაქი-კარწახის გზაზე გარკვეული ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში.