გურიაში დიდი თოვლის გამო, 22-23 თებერვალს რამდენიმე რეისი უქმდება - საქართველოს რკინიგზა

"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, გურიაში არსებული დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი გაუქმდა.

კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით, უქმდება:

  • 22 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;
  • 22 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი;
  • 22 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი;
  • 23 თებერვალი - თბილისი ოზურგეთი;
  • 23 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;
  • 23 თებერვალი- რიონი-ქუთაისი-რიონი.

 

"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ მათ ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.