23 თებერვალი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი, გზები მოიყინება. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, დღისით დროგამოშვებით 28მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -12, -7°, დღისით -3, +2°; მაღალმთაში ღამით -21, -16°, დღისით -7, -2°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან თოვლი და ქარბუქი, გზები მოიყინება. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -10, -5°, დღისით -1, +4°; მთაში ღამით -19, -14°, დღისით -7, -2°; მაღალმთაში ღამით -19, -14°, ზოგან -25 °-მდე; დღისით -13, -8°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დროგამოშვებით თოვლი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -5°, დღისით +4°.