უამინდობის გამო, ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს

უამინდობის გამო, ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს. ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს.

"ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით", - წერია განცხადებაში.