დიდთოვლობას, გურიის სოფლების შემდეგ, ნგრევა ოზურგეთშიც მოჰყვა - ბაზრის ტერიტორიაზე მაღაზიების ნაწილი ჩამოინგრა. გზები გაუწმენდავია, არ არის ელექტონერგია, არსებობს საკვების და მედიკამენტების დეფიციტი.
"ტექნიკა არსად არ არის, ინტერნეტის და დენის კაბელები ქუჩაში ყრია, გზებზე ძლივს გადავადგილდებით., ახლა გავდივართ ცენტრში, მაღაზიების ნაწილი ჩამოინგრაო დაგვირეკეს და მივდივართ, რომ იქნებ რამე ვუშველოთ. არვიცი რა გვეშველება", - ამბობს ადგილობრივი.
ასობით ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. არ მუშაობს მძიმე ტექნიკა, რის გამოც ხალხი სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვის. ოზურგეთის საავადმყოფო დაშავებულებით არის სავსე. რეკორდულად არის გაზრდილი მიმართვიანობაც.
კლინიკა გადავსებულია, წევს სადღაც 56 ადამიანი. ამინდიდან გამომდიანრე, მოამრთვიანობა არის ძალიან მაღალია. დღეს 35 წლამდე მამაკაცია მოყვანილი 112-ის მიერ , სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაშავდა. მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობს ექიმი.
სტიქიას გურიაში ჰყავს მსხვერპლიც, 60 წლის კაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც მეზობლეთან დასახმარებლად შევიდა, სახლი ჩამოინგრა და ის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა.