საქართველოს უმეტეს რაიონებში ისევ თოვს. 26 თებერვალს ქალაქებში დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება, ყველგან გამოცხადებულია თოვა.
თბილისი: დღისით +2 გრადუსი, ღამე -4 გრადუსი
ბათუმი: დღისით +4 გრადუსი, ღამე კი 0 გრადუსი
ოზურგეთი: დღე +2 გრადუსი, ღამე კი 0 გრადუსი
ქუთაისი: დღე +1 გრადუსი, ღამე კი -1 გრადუსი
თელავი: დღე +1გრადუსი, ღამე კი -7 გრადუსი
მესტია: დღე -7 გრადუსი, ღამე კი -12 გრადუსი, თოვა
ამბროლაური: დღე 0 გრადუსი, ღამე კი -4 გრადუსი
ახალციხე: დღე -3 გრადუსი, ღამე კი -7 გრადუსი
გორი: დღე -1 გრადუსი, ღამე კი -6 გრადუსი
რუსთავი: დღე +3 გრადუსი, ღამე კი -5 გრადუსი
ხაშური: დღისით -2 გრადუსი, ღამე კი -7 გრადუსი
მარტვილი: დღე +2 გრადუსი, ღამე კი -2 გრადუსი
სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება.
დროის გასვლასთან ერთად ვითარება მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.