საჩხერის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში მოძრაობა აღდგენილია

საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი 12 სოფლიდან სამ სოფელში მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იზოლირებული რჩება ცხრა სოფელი: ნიგვზარა, შომახეთი, ცხომარეთი, ბახიოთი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა.

მათივე ცნობით, თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს.

მობილიზებულია 14 ერთეული სპეციალური ტექნიკა, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.