ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსამანაშვილის ინფორმაციით სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში დაკარგული სამი მწყემსიდან ორი უკვე ნაპოვნია და მათთან მაშველები მივიდნენ.
როგორც მან "რუსთავი 2"-თან განაცხადა, მესამე მწყემსის სავარაუდო ადგილმდებარეობა დადგენილია.
"ჯგუფი, რომელიც უკვე ორი დღეა ცდილობდა მათთან მისვლას უკვე შეძლო და მივიდა. პირადად შეხვდნენ. ერთ-ერთი, ტარიელ ხეცაძე უკვე წამოიყვანეს, მალე სოფელში იქნებიან. ხოლო გრიგოლ ბერაძესთან დარჩა ჯგუფის მეორე ნაწილი. რაც შეეხება მერაბ კოჩაძეს, მისი სავარაუდო ადგილსამყოფელი დადგენილი გვაქვს",- თქვა მერმა.