მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა.
ძებნა-შველის სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამართალდამცველების ეკიპაჟები იმყოფებიან.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტოს საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.