ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები, კერძოდ, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობაა.