გორთან, მთის ფერდობზე ხანძარია

გორთან, მთის ფერდობზე ხანძარია. ინფორმაციას ადგილობრივი "ქართლის ამბები" ავრცელებს.

მათი ცნობით, ხანძარი სოფელ ხიდისთავის სასაფლაოს სიახლოვიდან იწყება. ცეცხლი ხე-ბუჩქნარს მოედო.

მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიასთან კერძო კომპანიის კაკლის ბაღებია.