ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ41-კმ51 მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია