"ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, ვინ წარადგენს საქართველოს" - სკანდალი ევროვიზიის წინ

რიგით 69-ე ევროვიზია შვეიცარიაში, ბაზელში ჩატარდება. შვეიცარიამ კონკურსის მასპინძლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2024 წლის კონკურსზე შვეიცარიის წარმომადგენელმა, Nemo-მ  სიმღერით The Code გაიმარჯვა. ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.

ევროვიზია 2025-ის სლოგანია United By Music - „მუსიკით გაერთიანებული“. აღნიშნული კონკურსის მუდმივ სლოგანად იქცა, რაც ევროვიზიის ბრენდსტრატეგიის ნაწილია. ამჟამად ევროვიზია 2025-ზე მონაწილეობა 24 ქვეყანას აქვს დადასტურებული. კონკურსს 2025 წელს მონტენეგრო უბრუნდება.

 საქართველოს დებიუტი ევროვიზიაზე 2007 წლის შედგა. პირველი წარმომადგენელი იყო სოფო ხალვაში სიმღერით „Visionary Dream“. ბოლო, 2024 წლის ევროვიზიაზე ჩვენი ქვეყანა ნუცა ბუზალაძემ წარადგინა. საქართველო "ევროვიზია 2024"-ის კონკურსზე 34 ქულით 21-ე ადგილზე გავიდა. 

2025 წლის ევროვიზიამდე სამ თვეზე ნაკლები დრო რჩება, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, ვინ წარადგენს საქართველოს ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე. 

ვინ წარადგენს საქართველოს წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე...?

სტატია სრულად იხილეთ აქ: