ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია," - წერია განცხადებაში.