დღეს, გუდაურისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ არახვეთთან ცალკეული ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება

დღეს, 13 მარტს სოფელ არახვეთთან მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ77 (სოფ. არახვეთი) მონაკვეთზე, დაგეგმილია დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები. ამის გამო 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ცნობისთვის, სოფელი არახვეთი ფასანაურიდან გუდაურისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.