საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
ექვსი იდენტიფიცირებული პირისგან ხუთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირია. ორ მებრძოლს – დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.