ნიმესილი, უსაფრთხო პრეპარატი თუ ფარული საფრთხე - ჟურნალისტური გამოძიება

ნიმესილი (ნიმესულიდი) საქართველოში ცნობილი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად. თუმცა, მისი გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, განსაკუთრებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან. კვლევებმა აჩვენა, რომ ნიმესულიდის ხანგრძლივმა ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, მათ შორის მწვავე ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა. ამ მიზეზით, ზოგიერთ ქვეყანაში მისი გაყიდვა აკრძალულია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ნიმესილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ფხაკაძე წერს, პრეპარატი სიცოცხლისთვის საშიშია და დროა მისი სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო, საქართველოშიც აიკრძალოს.

გავრცელებული მითქმა-მოთქმის საფუძველზე, გადავწყვიტეთ რეალურად გაგვეგო რას წარმოადგენს ნიმესილი, საფრთხის შემცველია თუ არა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რა კვლევები არსებობს მის გარშემო და როგორია მსოფლიო პრაქტიკა. თუმცა, სანამ ნიმესილის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას დავიწყებდით, ჯერ საქართველოში არსებული ვითარება განვიხილეთ.
გაიცემა თუ არა, ურეცეპტოდ საქართველოში?
ნიმესილი საქართველოში რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში შედის. ეს გადაწყვეტილება მიიღეს  მისი უკონტროლო გამოყენების შედეგად შესაძლო სერიოზული გვერდითი მოვლენების, მათ შორის ღვიძლის დაზიანების რისკის გამო. თუმცა, დღესდღეობით აფთიაქებში  მისი ურეცეპტოდ შეძენა მარტივად შესაძლებელია. „ვერსიის“ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ცნობილ/წამყვან აფთიაქებში, ფარმაცევტებმა ნიმესილი ურეცეპტოდ გაყიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, კითხვით: დაედასტურებინათ ნამდვილად იყო თუ არა, კვლავ ნიმესილი რეცეპტით გასაცემი წამლების სიაში და თუ ასეა, რატომ არის აღნიშნული პრეპარატი თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში რეცეპტის გარეშე ხელმისაწვდომი.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.