გურიაში, ლანჩხუთში დღეს ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით -სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.