"ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს" - რა არის აფლატოქსინი: ცნობილი ონკოლოგი რძის გარშემო ატეხილ სკანდალზე

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 აპრილს განცხადება გაავრცელა. მისი მიხედვით, სოფლის ნობათის რძის ხუთ ნიმუშში აფლატოქსინი M1 (AFM1) დასაშვებზე მაღალი დოზით დაფიქსირდა. გამოკვლეული პროდუქტებიდან (იხილეთ ჩამონათვალი) ერთი-ერთი საბავშვო რძე იყო.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ექსპერტი სამედიცინო ონკოლოგიასა და კლინიკურ გენეტიკაში ალექსანდრე თავართქილაძე გამოეხმაურა:

"ძალიან რთულია როცა ვისმენთ, რომ ყოველდღიური მოხმარების საკვებ პროდუქტებში არის ნაპოვნი ისეთი კანცეროგენი, როგორიცაა აფლატოქსინი … თუმცა მე როგორც ონკოლოგი და გენეტიკოსი ვფიქრობ, რომ მოცემული საკითხი კარგად/სწორად უნდა იქნას შესწავლილი და არ უნდა მივეცეთ უკიდეგანო სტესსს თუმცა ვფიქრობ საკითხი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას… 
…ცუდი ის არის, რომ აქ მწვავე მოწამვლაზე არ გვაქვს აქცენტი (რაზეც კონცენტრირდება ექსპერტთა უმრავლესობა)… რა შედეგიც დაიდო არის ის, რომ ალფლატოქსინის ეს დოზა ვერ გამოიწვევს მწვავე მოწამვლას… მაგრამ ….აფლატოქსინი B1 და მისი მეტაბოლიტი აფლატოქსინი M1 (რომელიც რძეში გადადის და სწორედ რძის პროდუქტებში გვხვდება), ხასიათდება კუმულაციური ანუ ორგანიზმში დაგროვებითი და პარალელურად აქტიური ბიოქიმიური მოქმედებით.
როგორ ხდება დაგროვება (კუმულაცია)?
 - აფლატოქსინი B1 ღვიძლში მეტაბოლიზდება და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტებად, მათ შორის აფლატოქსინი M1-ად, რომელიც შემდეგ ხვდება რძესა და რძის პროდუქტებში.
  - ქრონიკული მოხმარებისას მცირე დოზებიც კი თანდათანობით სხეულში დაგროვებას იწვევს, რაც დაზიანების რისკს ზრდის.
რატომ და როგორ იზრდება კიბოს რისკი ხანგრძლივი მოხმარებისას?
აფლატოქსინები, განსაკუთრებით B1 ფორმა, მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბუნებრივ კანცეროგენად. ის ძირითადად ზრდის:
 1. ღვიძლის კიბოს (ჰეპატოცელულური კარცინომა) განვითარების რისკს.
 2. DНA-ის დაზიანებისა და გენური მუტაციების ალბათობას, რამაც შესაძლოა სხვა სიმსივნური პროცესებიც გამოიწვიოს.
რაც შეეხება აფლატოქსინის M1 ფორმას- 
 - აფლატოქსინი M1, რომელიც რძეში გადადის, B1-თან შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც კანცეროგენულია და შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით ბავშვებში და ქრონიკულად მომხარებელ პირებში.
 - მუდმივად მცირე რაოდენობით აფლატოქსინის შემცველი რძის პროდუქტების მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ჯამურ რისკს.
ასევე გავითვალისწინოთ, რომ -
აფლატოქსინების არსებობის რისკი მაღალია კუსტარულად (სახლის პირობებში, ტრადიციული წესით) დამზადებულ ჩირსა და ჩაიში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროდუქტი ინახება არასწორად ან მოუხერხებელ პირობებში, სადაც ტენიანობა და ტემპერატურა მაღალია.
რატომ წარმოიქმნება აფლატოქსინი კუსტარულ პროდუქტებში?
ვრცლად სტატია იხილეთ აქ.