თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში ბომბია - აშშ-ს საელჩოს განცხადება

საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ მათ შეატყობინეს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ. 

საელჩომ ინფორმაცია მიიღო შემდეგი სავაჭრო ცენტრების შესახებ:

  • „ისთ ფოინთი“ – ალექსანდრე თვალჩერილიძის ქუჩა;
  • „გალერია თბილისი“ – რუსთაველის 2/4;
  • „თბილისი მოლი“ – დავით აღმაშენებლის 16.

საელჩომ მოუწოდა თავის თანამშრომლებს, უსაფრთხოების მიზნით მოერიდონ ამ ადგილებს.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის პრესსამსახურთან კომუნიკაციას. როგორც წესი, სწორედ ეს უწყება რეაგირებს მსგავს შეტყობინებებზე.