ბათუმში ძლიერმა ქარის გამო ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. უამინდობის გამო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს სტამბოლი-ბათუმის რეისიც.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძველ ბათუმში, პიაცას მოედანთან ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა. დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.