26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების/მარშების/გამოფენების განრიგი

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. მთავრობას ცალკეული ღონისძიებები დაგეგმილი აქვს, როგორც დედაქალაქში, ასევე, სხვა ქალაქებშიც. მთავარი ღონისძიება, თავისუფლების მოედანზე იგეგმება. კერძოდ, 11:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს პარკში სხვადასხვა ღონისძიება.

პარალელურად, თბილისში, სამოქალაქო სექტორი და საზოგადოების წევრები გეგმავენ საპროტესტო აქციებსა და მარშებს, ასევე, გამოფენებს, დისკუსიებს, საბავშვო ღონისძიებებს და სხვა აქტივობებს, რომელთა განრიგიც შემდეგნაირია:

მარშები

15:00 - “ეს დღე ჩვენია” (საჯარო მოხელეთა პროფკავშირი - კონსტიტუციის 78-ე) მუხლი

რესპუბლიკის მოედნიდან

15:00 - საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან

16:00 - პირველი რესპუბლიკის აღლუმი (წინაპრები და სოვლაბი)

რესპუბლიკის მოედნიდან

16:00 - საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია (კულტურის მარში: თეატრი, კინო, არქიტექტურა, ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა. კლუბები, სტენდაფები)

ფილარმონიიდან

17:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის მარში (ძლიერი საქართველო)

მარჯანიშვილიდან

17:00 - ფედერალისტების მარში

რუსთაველის ძეგლიდან

 

დისკუსიები და ლექციები
15:30 - ლექცია გრაფ შულენბერგის და პირველი რესპუბლიკის შესახებ

რუსთაველის 21-ში

16:00 - საზოგადოებრივი ასამბლეის ჯგუფები გამართავენ პრეზენტაციებსა და დისკუსიებს

სახვითი მუზეუმის წინ

16:00 - ღია დისკუსია: უნივერსიტეტის როლი სახელმწიფოების შენებაში - ქართული განათლება საფრთხეშია

სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის წინ

16:00 - 16:30 - მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის პროგრამის წარდგენა

დისკუსია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მომავალი “პირველი ნაბიჯები” ეგნატე ნონეშვილის ძეგლთან

16:00 - 17:00 - საპროტესტო აუდიტორია - დისკუსია 26 მაისის მნიშვნელობაზე და წიგნის გათამაშება

პირველი გიმნაზიის წინ

17:00 - დამკვირვებლები - დისკუსია არჩევნების გაყალბების თაობაზე

ეროვნული გალერეის წინ

20:00 - სტუდენტური მოძრაობების ინტერაქტიული სესია - განვლილი გზა და სამომავლო გეგმები

პირველი გიმნაზიის წინ

 

გამოფენები

15:00 საათიდან

  • ევროკავშირი კულტურული მემკვიდრეობისთვის (კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმა, ეროვნული ფონდი) - გალერეის წინ
  • გამოფენა „გვაქვს უთვალავი ფერითა - ჩვენი მემკვიდრეობა” (საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფი)
  • მზია ამაღლობელის მხარდაჭერის კუთხე და საუბარი მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე (მედიის ადვოკატირების კოალიცია - “მედია დამოუკიდებლობისთვის”) - გალერეის წინ
  • გამოფენა პირველი რესპუბლიკის დროინდელ ინიციატივებზე (ქიზიყელები) - გალერეის წინ
  • გააფერადე საქართველო (თაობები საქართველოსთვის, მხატვრები, ემიგრანტები) -გალერეის წინ
  • ინტერაქტიული გამოფენა გმირების ფოტოებით და ბრძოლების ისტორიებით (ქვეყნის სამსახურში) - გალერეის წინ
  • რუსეთის საფრთხის წინაშე (ფედერალისტების გამოფენა) - პირველი გიმნაზიის წინ
  • გამოფენა: გრაფი შულენბურგი და საქართველოს პირველი რესპუბლიკა (სტრატეგია აღმაშენებელი) - რუსთაველის 21-ში

 

17:00 საათიდან

  • სტუდენტური მოძრაობების ორგანიზებული ღია გამოფენა

ქაშვეთსა და პირველ გიმნაზიას შორის

 

გასართობ-შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის

15:00 საათიდან - პირველ გიმნაზიასთან

  • საბავშვო შემეცნებითი სტენდი მემკვიდრეობაზე და რეწვის გამოფენა (მემკვიდრეობის პლატფორმა, ხალხური რეწვის ასოციაცია)
  • წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა აქტივობები ბავშვებისათვის (საქართველოს წიგნის ასოციაცია, გამომცემლები)
  • რეწვა და საკვები (მეწარმეების გამოფენა)
  • გასართობ-შემეცნებითი გამოფენა-პრეზენტაცია (საფეხნო)

სხვა აქტივობები

15:00 - “სართული” შეაგროვებს წერილებსა და საჩუქრებს პატიმრებისთვის ქაშვეთთან

15:00 - 16:00 - კინომუსიკის შესრულება ელექტრო ვიოლინოზე

ცისფერ გალერეას და გიმნაზიას შორის

15:00-18:00 - თავისუფლების მოედანი ჩააბარებს ანგარიშს ხალხს. შეგროვდება ხელმოწერები დამოუკიდებლობის აქტზე.

კაფე მუზეუმის წინ

17:10 - დეკლარაციის წაკითხვა და ხელმოწერა (წინაპრები და სოვლაბი)

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან

18:00 - 18:30 - არტისტული მანიფესტები და მუსიკალურ-ლიტერატურული ფლეშმობი (კულტურა დემოკრატიისთვის, საქართველოს პენცენტრი, გამომცემელთა ასოციაცია, საქართველოს მუსიკოსთა პროფკავშირი)

პარლამენტის წინ

 

დასკვნითი ღონისძიება

18:30 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება “დამოუკიდებლობის გადასარჩენად”

19:00 უცხოელი მეგობრების ვიდეო მოლოცვები