საქსტატის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონია. ეს აღწერის წინა შედეგებთან შედარებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა 5%-ით, ანუ 200 ათასით მეტია.
საქსტატმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა. აღწერის მიზანს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა წარმოადგენდა და ის უშუალოდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის დადგენას არ ისახავს მიზნად, რადგანაც აღწერის დროს აღირიცხებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას არ ფლობენ თუმცა ქვეყანაში ცხოვრობენ და უცხოელ ემიგრანტებს წარმოადგენენ.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით ბოლო 10 წელიწადში საქართველოს რეგიონების უმეტესობაში მოსახლეობა მცირდება, ზრდა კი ძირითადად თბილისსა და ბათუმშია. რეგიონებს შორის 10-წლიან პერიოდში ყველაზე მეტად - 28 ათასით იმერეთის მოსახლეობა არის შემცირებული, სამეგრელო ზემო-სავნეთის მოსახლეობამ 22 ათასით იკლო, კახეთის მოსახლეობა კი 17 ათასით არის შემცირებული.
რაც შეეხება თბილისს, აქ მატება 221 ათასს შეადგენს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კი მოსახლეობის ზრდა 67 ათასია.
2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა
საქართველოს რეგიონი მოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ზრდა/კლება 2014 წლის აღწერის შედეგებთან მიმართებით ზრდა/კლება პროცენტულად
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი 1,33 მილიონი ადამიანი; +221.4 ათასი ადამიანი; +20%
იმერეთი 505.5 ათასი ადამიანი; -28.4 ათასი ადამიანი; -5%
ქვემო ქართლი 438.4 ათასი ადამიანი; +14.4 ათასი ადამიანი; +3%
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 401.1 ათასი ადამიანი; +67.1 ათასი ადამიანი; +20%
სამეგრელო-ზემო სვანეთი 309.1 ათასი ადამიანი; -21.7 ათასი ადამიანი; -7%
კახეთი 301.4 ათასი ადამიანი; -17.2 ათასი ადამიანი; -5%
შიდა ქართლი 250.6 ათასი ადამიანი; -12.8 ათასი ადამიანი; -5%
სამცხე-ჯავახეთი 152.3 ათასი ადამიანი; -8.2 ათასი ადამიანი; -5%
გურია 100.8 ათასი ადამიანი; -12.6 ათასი ადამიანი; -11%
მცხეთა-მთიანეთი 95.7 ათასი ადამიანი; +1.1 ათასი ადამიანი; +1%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 28.9 ათასი ადამიანი; -3.2 ათასი ადამიანი; -10%