თორნიკე რიჟვაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია გადმოყვანილი.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რეანიმაციულ განყოფილებაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი მართვის სუნთქვაზეა. დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან კლინიკაში თავს იკავებენ.
ცნობისთვის. თორნიკე რიჟვაძემ დღეს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელისსახლში, საგარეჯოში თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეშიჭრილობით თავდაპირველად "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს. შსს-ს განცხადებით, მას ფილტვიაქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლოცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსდირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.