როგორი ამინდი იქნება თბილისში, საქართველო-ალბანეთის მატჩის მსვლელობისას

რამდენიმე საათში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო-ალბანეთს შორის მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. თბილისში დილიდან ნალექიანი ამინდია, იყო ხანგრძლივი წვიმა.

„19:00 საათისკენ ნალექი შემცირდება და ამინდი უკეთესობისკენ შეიცვლება. ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ან მცირე წვიმა.

ნალექის ერთი ნაკადი კიდევ შემოსასვლელია და შესაძლოა, ამის გამო, ტაიმის დასაწყისამდე ვერ გადაიღოს, თუმცა, გვიან ღამემდე ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება“, - დოდო გვაზავა