„როგორ ამოვიცნოთ მოძალადე მამაკაცი და როგორ დავაღწიოთ თავი ძალადობას“-ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ფიზიკური, ფინანსური,ფსიქოლოგიური ძალადობა -  ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლის გავლაც უამრავ ქალს უწევს ყოველდღიურად.  ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს,თუმცა, საქართელოში უამრავ ქალს კლავენ, მხოლოდ იმიტომ რომ ის ქალია.

 „ფემიციდის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტებირომლებიც 2022 წელს პროკურატურამ გააანალიზააჩვენებსრომ ქალების უმეტესობამხოლოდ იმიტომ მოკლეს და იმიტომ  მიიყვანეს თვითმკვლელობამდერომ მისგან ითხოვდნენ მორჩილებასმასზე კონტროლს და მკვლელობამდეც მას სისტემატურად ამცირებდნენ.“

ბოლოს ჩატარებული სტატისტიკით, ფემიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა ქმრებმა ჩაიდინეს.  როგორც წესი, უმეტესწილად, ქალების მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის ადგილი სახლია. თუმცა, ფემიციდის მონაცემების ანალიზის თანახმად, კაცები ქალებს კლავენ სახლს გარეთაც.

ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მოხდა:„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ გამკაცრდა სისხლის კანონმდებლობა - ფემიციდი 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობის ისჯება. 2014 წლიდან მოყოლებული, 25-ზე მეტ საკანონმდებლო აქტში შევიდა ცვლილება. მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში, საპროცესო კოდექსში, ფემიციდის შემთხვევაში დამნაშავესთან არ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება და მაინც ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობების უცვლელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ პრობლემა ვერ გადაიჭრა.

სამწუხაროდ, ქალების უმეტესობას არ ჰყოფნის გამბედაობა მოძალადეს თავი დააღწიოს, ზოგიერთმა ქალმა არც კი იცის, რომ მისი პარტნიორი პოტენციური მოძალადეა სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ინტერვიუ ფსიქოლოგ მარიამ მგალობლიშვილთან:

_მარიამ, როგორ და რა მახასიათებლით ამოვიცნოთ მოძალადე ?

_მოძალადის გარეგნობით განსაზღვრა საკმაოდ ძნელია, თუმცა ის ურთიერთობის დაწყებისთანავე ავლენენს თავს პარტნიორულ ეჭვებში.  შესაძლოა, პარტნიორზე ხელით შეხებაც სცადოს. ეს ნიშნავს, რომ ურთოერთობას იწყებთ ადამიანთან, რომელსაც არ შეუძლია: მოსმენა, პატიება, გაგება, კომუნიკაცია, რაც განგაშის მიზეზია. თუმცა ურთიერთობის დასაწყისში შესაძლოა იყოს პირიქითაც, მოძალადე პოტენციურ მსხვერპლს ზედმეტად თბილად ეპყრობოდეს ნდობის, პატივისცემის და სიყვარულის მოპოვების მიზნით. ხშირად მოძალადე ადამიანი თავად იყო მსხვერპლი. ვინც ძალადობს ის უკვე რაღაცის მსხვერპლია, ძალადობა მისთვის გადასარჩენად საჭირო ქცევა გახდა. მსგავსი ტიპის მოძალადეების გამოსწორება შესაძლებელია თერაპიების საშუალებით. გამოსწორების ალბათობა იკლებს, როცა საქმე ფსიქოპათიასთან გვაქვს. სტატია სრულად იხილეთ აქ