ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან არსებულ საგზაო და სარკინიგზო კომუნიკაციებს აფეთქებს

ჩრდილოეთ კორეამ  სამხრეთ კორეასთან საგზაო და სარკინიგზო კომუნიკაციების სრული განადგურების მიზნით სამხედრო კამპანია დაიწყო, ასევე ფხენიანმა თავის მეზობელს "მტერი სახელმწიფო" უწოდა.

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ უკვე ააფეთქა სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზების ნაწილი (მაგისტრალები სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის გასწვრივ).

სამხრეთ კორეასთან დაძაბულობის ფონზე ჩრდილოეთ კორეა 1,4 მილიონ მოქალაქის მობილიზებას ახდენს. ამის შესახებ გუშინ Reuters-მა დაწერა. სააგენტოს ცნობით, ჯარში გაწევრიანების ამდენი განაცხადი მიმდინარე კვირაში შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი მობილიზაცია სამხრეთ კორეის მიერ უპილოტო თვითმფრინავების მეშვეობით ჩტდილოეთ კორეაში პროკლამაციების გავრცელების ფონზე მოხდა. ჩრდილოეთ კოარეა იმუქრება, რომ სამხრეთ კორეა "მძიმე ფასს გადაიხდის".