ჩერკასის ეკლესიაში მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერები შეიჭრნენ და დაარბიეს

უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში, წმინდა მიქაელის ტაძარში, რომელიც უკრაინის ეკლესიას გადაეცა, მოსკოვის ეკლესიის მხარდამჭერები შეიჭრნენ და დაარბიეს.

არსებული ინფორმაციით, მათ გატეხეს შესასვლელი ჭიშკარი და ტაძრის ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეიჭრნენ. ტაძარში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავების ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

ჩერკასის წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვის საპატრიარქოს კონტროლის ქვეშ იყო, დღეს გადაეცა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას - კიევის საპატრიარქოს.