"ჩვენ გვაქვს თბილისთან კონტაქტები" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან კონტაქტებს ინარჩუნებს საჭიროების მიხედვით. ამის შესახებ მან "3+3-ის" ფორმატის სხდომაზე განაცხადა:

"ჩვენ გვაქვს თბილისთან კონტაქტები. შვეიცარიის საელჩოში ინტერესთა სექცია გვაქვს. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომელთაც საჭიროების მიხედვით აქვთ შესაძლებლობა განიხილონ მიმდინარე საკითხები, პირველ რიგში, ვაჭრობის, ტურიზმის, საქართველოს შესაბამის ორგანოებთან ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტის სფეროში.

მორიგ ჯერზე, ამას ვაკეთებთ ყოველთვის, როდესაც ამ ფორმატში ვიკრიბებით, დავადასტურეთ, რომ საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარები ყოველთვის ღია რჩება. ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები ჩაერთვებიან მის მუშაობაში"