არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ნოემბრის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
არგენტინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პარაგვაისა (15 ნოემბერი) და პერუს (20 ნოემბერი) შეხვდება.
არგენტინის ნაკრების განაცხადი:
მეკარეები: ემილიანო მარტინესი, ვალტერ ბენიტესი, ხერონიმო რული.
მცველები: ნაუელ მოლინა, გონსალო მონტიელი, კრისტიან რომერო, ხერმან პეცელა, ლეონარდო ბალერდი, ნიკოლას ოტამენდი, ნეუენ პერესი, ლისანდრო მარტინესი, ნიკოლას ტალიაფიკო.
ნახევარმცველები: ენცო ფერნანდესი, ლეანდრო პარედესი, ეზეკიელ პალასიოსი, როდრიგო დე პოლი, ალექსის მაკ ალისტერი, ჯოვანი ლო ჩელსო, ენცო ბარენეჩეა, ტიაგო ალმადა, ფაკუნდო ბუონანოტე, ნიკოლას პასი.
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ალეხანდრო გარნაჩო, ნიკოლას გონსალესი, ხულიან ალვარესი, ლაუტარო მარტინესი, ვალენტინ კასტელანიოსი.