ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - გელა ბოლქვაძე მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გელა ბოლქვაძე (82კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელ გოლამრეზა ჯავად ფაროხისენჯანთან წააგო. ბოლქვაძემ საქართველოს ნაკრებს დღეს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა 18 წლის ვახტანგ ლოლუა (55კგ). ხვალ, 20 სექტემბერს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ამირან შავაძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მსოფლიო პირველობაზე ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს გიორგი მელიაც (97კგ).