ხვალ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ შესარჩევ შეხვედრას გამართავს.
რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე, ხორვატიის ნაკრები იქნება. ტრავმის გამო მასპინძლებს „გაგრის” მცველი ირაკლი იაკობიძე ვერ დაეხმარება. განაცხადში მყოფი 23 ფეხბურთელიდან 10 ლეგიონერია, 13 კი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშობს.
ყველაზე მეტი, ხუთი წარმომადგენელი ახალგაზრდულ ნაკრებში „დინამო თბილისს“ ჰყავს. დღეს, თამაშამდე ერთი დღით ადრე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და სვანაძე ახალგაზრდულ ნაკრებს 2028 წლამდე უთავკაცებს.
საქართველო-ხორვატიის შეხვედრა ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.