ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

1/16-ფინალურ შეხვედრაში მან ხორვატი ივან დოდიგი სამ სეტში – 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე გერმანელ ნეგრიტუსა და ფრანგ ლესტიენს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა სეულის ჩელენჯერი მოიგო, ის რეიტინგში ამჟამად 215-ე ადგილზეა.