შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2024/2025 წლების ერთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთს შეხვდება.
B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.
B/C ლიგის პლეი ოფის შეხვედრები 20 და 23 მარტს გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 მარტს მეტოქეს საკუთარ მოედანზე მიიღებს.