მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრისას საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში იქნება

საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების წილისყრისას მესამე კალათაში იქნება, რაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

წილისყრა 13 დეკემბერს შვეიცარიაში, ფიფა-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.

პირველი კალათა

საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, იტალია, გერმანია, ხორვატია, შვეიცარია, დანია, ავსტრია.

მეორე კალათა

უკრაინა, თურქეთი, შვედეთი, უელსი, პოლონეთი, უნგრეთი, სერბეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ნორვეგია, სლოვაკეთი, ჩეხეთი.

მესამე კალათა

ალბანეთი, შოტლანდია, სლოვენია, ირლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო, ფინეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო.

მეოთხე კალათა

ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ბელორუსი, სომხეთი, კოსოვო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კვიპროსი, ფარერის კუნძულები, ლატვია, ლიტვა.

მეხუთე კალათა

მოლდოვა, მალტა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტაინი, სან მარინო.