საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე თურქეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა. ­

თურქები შეხვედრის პირველ ნახევარში იილდიზმა დააწინაურა, მსაჯმა თავიდან თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ ვიდეოარბიტრმა გოლი ჩათვალა. შეხვედრის 22 -ე წუთზე კიდევ ერთი გოლი დემირალმა გაიტანა, მესამე გოლი საქართველოს კარში 35-ე წუთზე აქგუნმა გაიტანა, ხოლო 52-ე წუთზე დემირალმა დუბლი შეასრულა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლი 64-ე წუთზე თურქეთის ნაკრების კარში გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა, მუნდიალზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს და ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - 15 ნოემბერს სახლში ესპანეთთან და 18 ნოემბერს გასვლაზე ბულგარეთთან.