არქიტექტორს არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად სერტიფიცირება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე არ მოეთხოვება. შესაბამის ცვლილებას ხელი "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე მოაწერა.
"არქიტექტორს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად 2026 წლის 1 სექტემბრამდე შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა არ მოეთხოვება.“, - აღნიშნულია შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებაში.
აქამდე მოქმედი კანონით, არქიტექტორებს სერტიფიკატის გარეშე არქიტექტურული პროექტის დამოწმება მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე შეეძლოთ.
