მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე ლიზა ლობჟანიძემ (66 კგ) ფინალი ინგლისელ რუბი-ჯო დოს სანტოსთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ალექსანდრა კერდოლს აჯობა, ნახევარფინალში კი პოლონელ ნადია მუჩას სძლია.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია. ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ელენე ქარჩავამ (48კგ), ბრინჯაოს პრიზიორები კი თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ), საბა კერძევაძე (44 კგ) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ) გახდნენ.
ახალგაზრდა მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
